"ამერიკა არ არის კორონავირუსთან ბრძოლისთვის მომზადებული, არც ექთნები და ექიმები არიან დაცულნი ინფიცირებისგან" - ამერიკელი ექთნის ემოციური ვიდეო მიმართვა
მსოფლიო - 13:17, 07 Apr, 2020     1417

იმ ფონზე, რომ კოროანვირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების შემთხვევები აშშ-ში მასშტაბურად იზრდება, დიდი საფრთხის წინაშე დგანან სამედიცინო პერსონალის წევრებიც, რადგან არ გააჩნიათ საკმარისი რაოდენობის პირბადეები და თავდაცვის ატრიბუტები. სოციალური ქსელებისა და გავლენიანი გამოცემების მიერ გამოქვეყნებული სტატიებით ნათელი ხდება თუ რა მძიმე მდგომარეობაა აშშ-ს უმრავლეს კლინიკაში, სადაც ექთნებსა და ექიმებს ყოველგვარი დაცვის გარეშე უწევთ კონტაქტი კოვიდ 19-ით ინფიცირებულებთან.

CBS NEWS-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია ამერიკელი ექთანი, რომელმაც თავის სამსახურზე უარი თქვა მაშინ, როდესაც მოსთხოვეს, რომ კოვიდ 19-ით დაავადებულთათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ემკურნალოთ პირბადის გარეშე, რაზეც მან პირადი უსაფრთხოების გამო უარი განაცხადა.

„ამერიკა არ არის მზად. ექთნები არ არიან დაცულნი.მე დავტოვე დღეს ჩემი სამსახური. მას შემდეგ რაც მივედი საავადმყოფოში, დამავალეს კოვიდ 19-ით დაავადებული პაციენტის მკურნალობა ინტენსიური მკურნალობის ცენტრში, სადაც არც ერთი ექთანი არ ატარებდა პირბადეს. მე ჩემი N95-ის პირბადე მქონდა. ვუთხარი ჩემს მენეჯერს: მესმის, რომ მარაგების დეფიციტს განვიცდით, მაგრამ ნება მომეცი დავიცვა და უსაფრთხოდ ვიგრძნო ჩემი თავი“ - განაცხადა ვიდეომიმართვაში ამერიკელმა ექთანმა.

მისი განცხადებით, ამერიკა არ არის კორონავირუსთან საბრძოლველად მზად, არც ექთნები და სამედიცინო პერსონალია დაცული დაავადებისგან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 367 650 შემთხვევაა, რომელთაგან 11 000-მდე ფატალური აღმოჩნდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42