რაში დახარჯავს ხელისუფლება StopCoV ფონდის მილიონებს?
COVID-19 - 11:24, 07 Apr, 2020     721
ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან კორონა ვირუსისგან გამოწვეული მოქალაქეების საჭიროებები და ამ პროცესში კერძო სექტორის ინიციატივები განიხილეს.

ოფიციალური ინფორმმაციით, ვიდეო ჩართვაში გუბერნატორებმა კოვიდ-19 ვირუსთან ეფექტურად საბრძოლველად რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.

დაუშვილის განცხადებით, StopCoV ფონდის თანხებით დაეხმარებიან მათ, ვისაც ყველაზე მწვავე საჭიროებები აქვთ. საჭიროებების იდენტიფიცირება მიმდინარეობს და პროცესში თავად შემომწირველი ბიზნესიც ჩართულია.

„ჩვენ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა დავაიდენტიფიციროთ საჭიროებები და ამ საჭიროებების მიხედვით მოხდეს ფონდში აკუმულირებული თანხების განაწილება. ძირითადად გამოიკვეთა ორი მიმართულება, ესენია კოვიდ19-თან ბრძოლაში სოციალური ჯგუფების უზრუნველყოფა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, ფონდის შექმნა მნიშვნელოვანია, რამდენადაც კოორდინაციით თანხების მიმართვა კონკრეტული საჭიროებებისკენ უფრო ეფექტიანად განხორციელდება.

„გუბერანტორებს ყოველდღიური რეჟიმში აქვთ შეხება ადგილზე მოსახლეობასთან. მათთვის ცნობილია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც რეგიონში ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ. ვფიქრობ, ერთიანად, ერთი ხედვით, ჩვენ უკეთ შევძლებთ, რომ ის ფული, რომელსაც ადამიანები თავისი კეთილი გულით სწირავენ, მართლაც, ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს მოვახმაროთ“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში უკვე 23.5 მლნ ლარია ჩარიცხული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42