თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 86 წლის პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
„ერთი პაციენტი 86 წლის, უკვე დიდი ხანია ჩვენთან წევს და ძალიან დიდი ხანია, ვებრძვით და ვიცავთ მის სიცოცხლეს, მაგრამ ჯერჯერობით ისევ მძიმეა. ამ მძიმე პაციენტებში ბავშვები ნამდვილად არ არიან. მძიმე ძირითადად არიან 60 წელს გადაცილებულები. 86 წლის ქალბატონი კრიტიკულია. დაწვრილებით ყველა პაციენტის მდგომარეობას ვერ გეტყვით. თავიდან პნევმონია ყველას ჰქონდა, მაგრამ უფრო მსუბუქად გამოხატული, კლინიკური სიმპტომატიკა არ იყო იმდენად გამოხატული. ახლა თანდათან, შეიძლება ასაკობრივმა, შეიძლება გარკვეულწილად გამოვლენის ხანგრძლივობამ განაპირობა მომატებული პნევმონიები“ , – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






