ქალაქ ბერლინის მთავრობამ მიმართა გერმანიის შეიარაღებულ ძალებს, რათა გაუწიონ დახმარება, რომ დაიცვან პირბადეების და სხვა სამედიცინო დამცავი აღჭურვილობის ტრანსპორტირება ჩინეთიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელიფუსლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჩინეთიდან გამოგზავნილი 200 000 სამედიცინო ნიღაბი, რომელიც შეძენილი იყო გერმანიის პოლიციისთვის ჩინეთში არსებული ამერიკული კომპანიისგან, გასაიდუმლოებული ვითარებაში ამოიღო ამერიკულმა მხარემ და გაგზავნა შტატებში.
გერმანიის შეიარაღებული ძალების სპიკერმა დაადასტურა თხოვნა სამხედრო დახმარებაზე, რომელზეც თავდაცვის უწყებას მიმართა ბერლინის ჯანმრთელობის უწყების ხელმძღვანელმა დილეკ კალაისიმ. მისი თქმით, ქალაქს დაუყოვნებლივ სჭირდება საჰაერო გზებით შესაბამისი სამედიცინო მომარაგება, რომლის ტრანსპორტირება უნდა დაიცვას შეიარაღბულმა ძალებმა.
ბერლინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანდრეას გაიზელმა გააკრიტიკა შეერთებული შტატები მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა,რომ მისი ქვეყნისთვის განკუთვნილი 200 000 FFP2-ის ნიღბის კონფისკაცია მოხდა ამერიკელთა მიერ ბანგკოკის საერთაშორისო აეროპორტში. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა დაიცვას საერთაშორისო სავაჭრო წესები- „ თუნდაც გლობალური კრიზისის დროს არ უნდა არსებობდეს ველური დასავლეთის მეთოდები“.
მასალის გამოყენების პირობები






