პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა. კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს.
"რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობს 6 პაციენტი. აქედან პირველი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. 62 წლის ქალის მდგომაფრეობა, რომელიც მარნეულიდანა, მისი ანალიზები განმეორებით გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. თუ მივიღეთ ისევ უარყოფითი პასუხი, ის ამ დღეებში გაეწერება კლინიკიდან.
კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც იყო მძიმედ, მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან და ის სტაბილურ პარამეტრებს ინარჩუნებს. თუ დინამიკა ასე გაგრძელდება, ის ასევე დატოვებს კლინიკას რამდენიმე დღეში.
რაც შეეხება 42 წლის მამაკაცს, ის შემოვიდა კლინიკაში რამდენიმე დღის წინ და შემოსვლის დროს სახეზე იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპზე ის მეტნაკლებად სტაბილურია. დინამიკა შენარჩუნებული გვაქვს. რაც შეეხება დანარჩენ 3 პაციენტის, რომლებიც მართვით სუნთქვაზე არიან, მათი მდგომარეობა არის კრიტიკული.
განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი, 67 წლის პაციენტი, რომელიც გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან. ორსულებს რაც შეეხება მათთან კლინიკური გამოვლინებები ამ დროის განმავლობაში არ ფიქსირდება. გვიწევს ასევ 29 პაციენტი, რომლებსაც დადასტურებული აქვთ მწვავე პნევმონია", - განაცხადა ლევან რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






