აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა კორონავირუსთან დაკავშირებით მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული დაავადება სამუდამოდ შეცვლის მსოფლიო წესრიგს. ამერიკის პრეზიდენტების, ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციისთვის სახელმწიფო მდივნისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობის დროს მან უდიდესი წვლილი შეიტანა ოფიციალური ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში, რათა მომზადებულიყო ნიადაგი 1987 წლისთვის, როდესაც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური კავშირები დამყარდა.
კისინჯერის განცხადებით, მსოფლიო არასდროს იქნება ისეთი, როგორც კორონავირუსის პანდემიამდე იყო. მან ამის შესახებ WALL STREET JOURNAL-თან საუბარში განაცხადა - „ აშშ-მა უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეები დაავადებისგან, მანამ სანამ ვაშინგტონი დაიწყებს მუშაობას იმაზე, თუ როგორ შეხვდეს ახალი ეპოქის დადგომას.
„კოვიდ 19-ის მიერ გამოწვეული პანდემია მახსენებს იმ პერიოდს და შეგრძნებებს, როდესაც 1944 წელს 84-ე ქვეითთა დივიზიაში ბულგის ბრძოლაში ვიბრძოდი“ . „ ახლა, როგორც 1944 წლის გვიან პერიოდში, არსებობს დაუსრულებლობის საფრთხის შეგრძნება, რომელიც მიმართულია არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე, არამედ შემთხვევით და გამანადგურებელ დარტყმებზე“. მისი თქმით, არსებობს დიდი განსხვავება წარსულსა და დღევანდელობას შორის- მეორე მსოფლიო ომში ამერიკული გამძლეობა და ამტანობა განპირობებული იყო ეროვნული მიზნებითა და მოტივებით, ახლა კი გაყოფილ ქვეყანაში , ეფექტური და შორსმჭვრეტელი მთავრობაა საჭირო, რომელიც გადალახავს ვირუსით გამოწვეულ უპრეცედენტო მასშტაბის დაბრკოლებებს. მისი თქმით, კოვიდ 19-ის პანდემიის გადასვლის შემდეგ, ბევრი ქვეყნის ინსტიტუციური სისტემის ჩავარდნა გამომჟღავნდება.
კისინჯერი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის თავდასხმა ადამიანებზე საბედნიეროდ, იქნება მხოლოდ დროებითი, თუმცა პოლიტიკური, ეკონომიკური ცვლილებები და გადატრიალებები შესაძლოა თაობების მანძილზე გაგრძელდეს. მისი თქმით, ლიბერალური სამყარო დიდი რისკის ქვეშ დადგება. „ დღეს პანდემიამ ბიძგი მისცა ანაქრონიზმის, რაც გამოიხატა ძველი პერიოდის მსგავსად გალავანშემორტყმული ქალაქების აღორძინებაში, როდესაც კეთილდღეობა დამოკიდებული იყო მსოფლიო ვაჭრობასა და ადამიანების გადაადგილებაზე". კისინჯერს მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიცვას განმანათლებლის ფასეულობები და იყოს ლიდერი ამ კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები






