სენაკისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრები დაიხურა - მოვაჭრეები ამბობენ, რომ ზარალი ათასობით ლარია
COVID-19 - 16:47, 06 Apr, 2020     654

სამეგრელოში სენაკისა და ზუგდიდის აგრარული ბაზრები დაიხურა. ფაქტმა მოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, ისინი ბაზრის დახურვის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ, შესაბამისად, აღდგომისთვის პროდუქტი წინასწარ შეიძინეს, რომელიც შესაძლოა, გაუფჭდეს.

მათი თქმით, ზარალი ათასობით ლარია.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მოკროსაფინანსოების ვალი აქვთ და მათი შემოსავალიც სწორედ ბაზარიდან შემოსული თანხაა.

სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ამბობს, რომ ზუგდიდის ბაზრის დახურვას არ აპირებდნენ, თუმცა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოვაჭრეებმა რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს.

"სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია, რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი უნივერსამი და ამავე დროს მინდა ავღნიშნო ის, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნაღდ ფულთან კავშირს ასევე დისტანციის დაცვას, ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა, რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც გადაწყდა დახურვა საბჭოს სხდომაზევე", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მოწერელია ამბობს, რომ სამეგრელოში ორი ინფიცირებულია, რომლებიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოშიარიან მოთავსებულები.

რწმუნებული ამბობს, რომ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ სამ პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"მათი ანალიზები გაიგზავნება ხელახლა. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსირდება, როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს, ამდენად რისკი მაღალია და ამიტომაც გადამოწმებას საჭიროებს. ასევე გამოვლენილია კონტაქტის-კონტაქტები".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42