ირლანდიის პრემიერმა, ლეო ვარადკარმა გადაწყვიტა, რომ მისი სამუშაო კვირიდან გამოყოს 1 დღე იმისთვის, რომ იმუშაოს ექთნად. როგორც გაირკვა, ირლანდიის პრემიერს აქვს სამედიცინო განათლება და შესაბამისად, მას შეუძლია, რომ ერთი დღე მოახმაროს სწორედ მისი მოქალაქეების ჯანმრთლობაზე ზრუნვას. ეს მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ქვეყნის ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ გამოაცხადა, რომ შესაძლოა ქვეყანაში ექიმების დეფიციტის ფონზე კრიზისი შეიქმნას, რის გამოც აქტიურადაა დაწყებული სახელმწიფოს სრულ მასშტაბზე მოხალისე ექიმების მობილიზება.
როგორც ცნობილია ამ დროისთვის ირლანიდაში უკვე 50 000-ზე მეტი მოხალისე ექიმი გამოჩნდა, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ ქვეყანას კოვიდ 19-ის ინფიცირებულთა მკურნალობისთვის.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 4994 შემთხვევაა აღნიშშნული, რომელთაგან 158 ფატალური აღმოჩნდა. 165 ადამიანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება- უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
მასალის გამოყენების პირობები






