მიუხედავად ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირთა გაფრთხილებისა, დასვენების დღეებში ჩინეთის მნიშვნელოვანი ქალაქებების პოპულარუ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთნ უამრავი ადამიანი შეიკრიბა. დაავადებასთან მებრძოლი ეპიდემიოლოგთა ჯგუფის თქმით, ჩინეთში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსის პანდემია უკვე დამარცხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი.
სტატიაში გამოქვეყნებულლია ფოტოები გადაღებულია 4 აპრილს, რომელიც ასახავს მდგომარეობას ჰუანგშანის მთაზე ანჰუის პროვინციაში. აღნიშნულ სურათებზე ასახულია ათასობით ადამიანი, რომლებიც დისტანციას არ იცავენ, თუმცა ნიღბებს ატარებენ. მთავრობამ მიიღო უჩვეულო გადაწყვეტილება, რომ ღირსშესანიშნავ ადგილებში 20 000-ზე მეტ ტურისტი არ იქნება დაშვებული.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელება მოხდა ჩინეთიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც უკვე 1 286 664 ადამიანი დააინფიცირა და 70 000-ზე მეტი მათგანი იმსხვერპლა. ჩინეთში ამ დროისთვის დაავადების გავრცელება თითქმის სრულად ლოკალიზებულია- აქ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3331-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






