კორონავირუსით შექმნილი პანიკა, რომელიც წამყვან სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება
მსოფლიო - 14:52, 06 Apr, 2020     1592
კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება და სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი გახდა მსოფლიო ისტერიის მიზეზი, რომელმაც წამყვან სახელმწიფოებს შორის სერიოზული უთანხმოება გააჩინა. ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ სკანდალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შტატებიდან ჩინეთში გაგზავნილმა ჩინოვნიკებმა ნაღდი ანგარიშსწორებით, სამჯერ მეტი ფული შესთავაზეს ჩინელებს, რომლის შემდეგაც ნიღბებით სავსე თვითმფირნავები შანხაიდან აშშ-ში გააგზავნეს. ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობა, რომ შეეძინათ ერთჯერადი ხელთათმანები და ნიღბები, თუმცა ეს განზრახვა წარუმატებლად დასრულდა დეფიციტისა და მომატებული ფასების გამო.


მსოფლიოს წამყვანი მედიები აქვეყნებენ სტატიებს დაპანიკებულ მთავრობებზე, რომელთაც ადანაშაულებენ იმაში, რომ იყენებენ აკრძალულ მეთოდებს სასურველი პროდუქციების შესაძენად- ტაქტიკები მერყეობს ექსპორტის დაბლოკვით და ჯაშუშების შეგზავნით, რათა შეიძინონ ტესტები და შესაბამისი სამედიცინო ატრიბუტები.

თურქეთი უფრო შორს წავიდა და არათუ ექსპორტი დაბლოკა, არამედ შეკვეთილი და უკვე შეძენილი პროდუქცია დანიშნულების ადგილმდე არ გააგზავნა- ბელგიური და იტალიური მედიის ინფორმაციით, თურქეთმა ზემოხსენებულ ქვეყნებში შეაჩერა სამედიცინო აღჭურვილობის გაგზავნა- იტალიაში კი ერთხელ უკვე შეთანხმებული პირბადეების მარაგის მიღებისთვის მორიგი სატელეფონი ზარი გახდა საჭირო ჯუზეპე კონტისა და ერდოღანს შორის. ჩინეთი კი, რომელიც ნიღბების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, დადანაშაულებულია მიწოდების შეფერხებასა და დაბლოკვაში- ჩინეთიდან იტალიისთვის ჩეხეთის გავლით გაგზავნილი სამედიცინო ტვირთი საეჭვო გარემოებებში იქნა დაკავებული და გაუჩინარებული.

რაც შეეხება წამლების დეფიციტს- ამერიკის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომ ჰიდროქსიქლოროქინი ეფექტურია კორონავირუსთან ბრძოლაში, ინდოეთმა შეაჩერა აღნიშნული პრეპარატის ექსპორტი ყველა ქვეყანაში. ისრაელმა კი კორონავირუსის ტესტები მხოლოდ მოსადის დახმარებით შეიძინა. შექმნილი ისტერიის ფონზე აგრეთვე გერმანიაც ადანაშაულებს შტატებს იმაში, რომ ოფიციალური ბერლინისთვის გამზადებული 200 000 ნიღაბი წართმეუული იქნა ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ გერმანიისთვის დაამზადა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული მოვლენა არის პირატული აქტი . უწყების თანახმად, პარტნიორ სახელმწიფოებს გლობალური კრიზისის დროსაც კი არ ექცევიან ამგვარად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42