საძიებო სისტემაში ფრაზა „ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა“ ნიუ იორკის მოსახლეობის მხრიდან ყველაზე ხშირად იყო გამოყენებული. ეკვადორში კი აღნიშნული ფრაზა ესპანურად იძებნება (no puedo oler) და 10-ჯერ აღემატება საძიებო სისტემაში გამოყენებულ სხვა ფრაზებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეკვადორის მოსახლეობა ხშირად იძიებს ყნოსვის შეგრძნების დაკარგვის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით. თუმცა ეკვადორის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით ეკვადორში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ესპანეთთან შეადრებით ერთ სულ მოსახლეზე 10-ჯერ ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ ეკვადორში პოპულარულია ისეთი სიტყვების მოძებნა, როგორიცაა ცხელება, ფაღარათი და ხველება. გარდა იმისა, რომ სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი აფეთქება იწინასწარმეტყველეს, ისინი საუბრობენ თვალის ტკივილზე, როგორც კორონავირუსის ახალ სიმპტომზე. აღნიშნულ მოსაზრებას რაიმე სამედიცინო კვლევა არ აქვს საფუძვლად, არამედ ის საძიებო სისტემაში არსებულ სტატისტიკას ეყრდნობა.
მონაცემთა ბაზების მეცნიერი აცხადებს, რომ თვალის ტკივილი შესაძლოა კოვიდ-19-ის ახალი, არაოფიციალური სიმპტომი იყოს.
აღსანიშნავია, რომ „თვალის ტკივილს“ ესპანეთში თებერვლისა და მარტის შუა რიცხვებში უჩვეულოდ მეტი ადამიანი იძიებდა, იგივე დაფიქსირდა ირანში, სადაც ფრაზის მოძიება 50%-ით გაიზარდა. იტალიაში 'bruciore occhi' ანუ „თვალების წვა“ პოპულარული საძიებო სიტყვები გახდა მარტის თვეში. იტალიელებში ამ ფრაზის ძიება ხუთჯერ გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები






