კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს, თუმცა დაავადების მასშტაბური გავრცელება უმრავლეს ქვეყანაში შეჩერებულია. ერთადერთი სახელმწიფო, სადაც კოვიდ 19 უკანასკნელი დღეების მანძილზე განსაკუთრებით გაძლიერდა და ასეულობით ადამიანი იმსხვერპლა არის აშშ, სადაც მხოლოდ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 1121 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი მხოლოდ 1 დღე-ღამეში 23 388 შეადგინა. აგრეთვე იზრდება იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან- 8702 მათგანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ამერიკის შეერთებული შტატები ამ დრომდე პირველი სახელმწიფოა კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით, სადაც უკვე 1 772 369 ადამიანზე ჩატარდა გამოკვლევა. მიუხედავად ინფიცირების მასშტაბური ზრდისა, ძალზე მცირე ტემპით მიმდინარეობს პაციენტების განკურნვის პროცენტი და ამ დრომდე 336 851 შემთხვევიდან მხოლოდ 18 000-მდე ადამიანი იქნა გამოჯანმრთელებული. ამ დრომდე დეფიციტურია ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობა, რის გამოც მთავრობის მაღალჩინოსნები არ გამორიცხავენ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა მასშტაბურ ზრდას.
მასალის გამოყენების პირობები






