ოთხი წლის ვეფხვს, ნადიას ბრონქსის ზოოპარკში, რომელიც ნიუ იორკში მდებარეობს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა. ველური ცხოვრების შენარჩუნების საზოგადოების განცხადებით ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვეფხვი კორონავირუსითაა ინფიცირებული.
მალაიალამურ ვეფხვს, ექვს სხვა დიდ კატასთან ერთად - მათ შორის ნადიას დასთან, აზულთან და ორ ამურის ვეფხვთან და სამ აფრიკულ ლომთან ერთად აღენიშნებოდა მშრალი ხველება. კატისებრთა ოჯახის ეს წევრები არ შეუმოწმებიათ ტესტზე, თუმცა ზოოპარკი ვარაუდობს, რომ ისინიც SARS-CoV-2-ით არიან ინფიცირებულები, რომელიც COVID-19-ის გამომწვევი მიზეზია.
ველური ცხოვრების შენარჩუნების საზოგადოების განცხადებით ზოოპარკის მომვლელმა ცხოველები დააინფიცირა, სანამ რაიმე სიმპტომები გამოუჩნდებოდა. ინფიცირებულ კატებში აღინიშნება მადის დაქვეითება, სხვა მხრივ ისინი თავს კარგად გრძნობენ.
მასალის გამოყენების პირობები






