„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-ათენი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 17:25, 05 Apr, 2020     1051

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ საგანგებონგანცხადებას ავრცელებს. ავიაკომპანიის ცნობით, 7 აპრილის დაგეგმილი თბილისი-ათენი-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვისას ხარვეზი დაფიქსირდა. ამ დროისთვის ბილეთები აღარ იყიდება, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რის შემდეგაც განახლდება ეტაპობრივად ბილეთების რეალიზაციის პროცესი.

„როგორც მოგეხსენებათ 2020 წლის 7 აპრილს დაგეგმილია რეისი თბილისი-ათენი-თბილისი, აღნიშნული რეისს კომპანია ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების პროცესის ფარგლებში.

დადგენილი წესის თანახმად, მთავრობასთან შეთანხმებულ რეისებზე ბილეთების რეალიზაცია ხორციელდება რეისის თარიღამდე ორი დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით.
მიმდინარე წლის 5 აპრილს, კომპანიამ, თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან დაიწყო ბილეთების ეტაპობრივი გამოტანა ონლაინ პლატფორმაზე. როგორც კომპანიის ტექნიკური პლატფორმის მონაცემები აჩვენებს, 10:02 წუთზე სისტემამ რეალიზაციისთვის გამოიტანა 10 ბილეთი, მოცემულ მომენტში საიტზე ერთდროულად შემოსული იყო 3278 მომხმარებელი და ამ 10 ბილეთის ყიდვას შეეცადა ერთდროულად 552 მომხმარებელი, ბილეთების რეალიზაცია მოხდა 8-9 წუთის მონაკვეთში.

მომხმარებელთა მაღალი ნაკადის გამო, სისტემას შეექმნა ტექნიკური ხარვეზი და დროებით შეწყდა ბილეთების რეალიზაცია, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რის შემდეგაც განახლდება ეტაპობრივად ბილეთების რეალიზაციის პროცესი“ , – აცხადებენ ავიაკომპანიაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42