"ყოველ კვირას, ჩემს მეგობრებთან ერთად, გურიაში ჩავალ და სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარებით საკვები პროდუქტებით" - გიორგი კეკელიძე
საზოგადოება - 15:53, 05 Apr, 2020     873

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მან საზოგადოებას ახალი საქველმოქმედო აქციის დაწყების შესახებ ამცნო. როგორც კეკელიძე ამბობს, ის ყოველ კვირას გურიის სოფლებს ესტუმრება და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება.
"დღეს მოხალისეობა დავიწყე. ყოველ კვირას, ჩემს მეგობრებთან ერთად, გურიაში ჩავალ და სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარებით საკვები პროდუქტებით და პირველადი საჭიროების პროდუქციით. ამ საქმეს გურული დღიურების ფონდის დახმარებით გავაკეთებ და ცხადია, საკუთარ დანაზოგსაც აქეთ მივმართავ. ბუნებრივია, რომ ამ ადამიანების ფოტოებს არ გაჩვენებთ, მაგრამ მერწმუნეთ მათ ახლა ძალიან, ძალიან უჭირთ. ერთი მათგანი, მცირეწლოვნების დედა, მაღაზიაში ნისიის სათხოვნელად იყო წასული და აივნიდან ბავშვებმა გადამოგვხედეს. მე კიდევ ამ ხალხისგან ყველაზე დიდი და დაუბრუნებელი ,,ნისია" მაქვს აღებული - ამ მხარეში გავიზარდე - და ჩემი ვალია მცირედით მაინც შევიმსუბუქო ეს ტვირთი. მოხალისეობას დაავადებათა ცენტრის ინსტრუქტაჟით მივყვებით, სრული ეკიპირებით ვართ და ფუთებს შესაბამის ადგილას ვუტოვებთ. დედაჩემიც არ მინახავს და ვერც ვნახავ, სანამ ეს საფრთხეა.ყველაფერს მალე დავძლევთ, მაგრამ დავძლევთ ერთად!" - წერს გიორგი კეკელიძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42