პასტორმა ტონი სპელმა მკაცრი საკარანტინო წესები უარყო და მიუხედავად აკრძალვისა საკვირაო რიტუალი ჩაატარა ლუიზიანას ერთ-ერთ ეკლესიაში, სადაც წირვას 1 800 ადამიანი დაესწრო. პასტორი 31 მარტს მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დააკავეს. მას ექვსი ნაკლებად საშიში დანაშაულის ჩადენას ედავებიან.
ტონი სპელი გამოირჩევა გეების წინააღმდეგ მიმართული გამოსვლებით. მისი უფლებების დაცვას კი 2017 წელს ეთიკის ნორმების დარღვევისთვის გათავისფულებული ყოფილი მოსამართლე, როი მური დაიცავს, რომელიც წლებია ანტი-გეი კამპანიითაა დაკავებული. ადვოკატის თქმით, პასტორს აქვს კონსტიტუციური უფლება სიცოცხლეები რისკის ქვეშ დააყენოს კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის დროს. უფლებადამცველის თქმით, ეს არის აშკარა ჩარევა ეკლესიის საქმეში, რაც სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფლების გამიჯვნას უშლის ხელს.
მასალის გამოყენების პირობები






