ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევისთვის ქუჩიდან აყვანილი 102 კატიდან ვირუსი 15-ს დაუდასტურდა, ეს კორონავირუსით კატების ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა, რამდენიმე დღის წინ ბელგიაში COVID-19 კატას თავისი პატრონისგან გადაედო.
გამოცემა the guardian-ის ცნობით, ჰარბინის ვეტერინალურ კვლევით ინსტიტუტში დადგინდა, რომ კატები ვირუსის მიმართ მგრძნობიარე არიან და მათ შეუძლიათ რესპირატორული წვეთების საშუალები COVID 19 კატებში გაავრცელონ
ამ დიაგნოზის მატარებელი კატების აბსოლუტური უმრავლესობა იღუპება. კვლევით დადგინდა, რომ ძაღლები, ქათმები, ღორები და იხვები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
ლივერპულის უნივერსიტეტის ვეტერინალური დაავადებების კათედრის პროფესორი, ერიკ ფევრი ამბობს, რომ ადამიანებმა ხსირად უნდა იბანონ ხელი და ვისაც სახლსი შინაური ცხოველი ჰყავს, მოერიდონ მასთან ახლო კონტაქტს. პროფესორი აქვე დასძენს, რომ აღნისნული ფაქტი არ იძლება იმის თქმის საშუალებას, ვირუსი, რომელიც კატიდან კატაზე გადადის, ასევე გადავა თუ არა ადამიანებზე.
მასალის გამოყენების პირობები






