ამერიკელმა მამაკაცმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომსა და ესპანური გრიპის პანდემიას გადაურჩა, ამჯერად კორონავირუსიც დაამარცხა და მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელიც კოვიდ 19-ის ვირუსს ცოცხალი გადაურჩა.
104 წლის ბილ ლაპსჩის კორონავირუსის სიმპტომები 5 მარტს დაუფიქსირდა, რომელსაც მოგვიანებით აღნიშნული დაავადება დაუდგინდა. იგი თავის დაბადების დღეზე გამოჯანმრთელდა- მას ხანდაზმულთა პანსიონატის თანამშრომლებმა ვირუსის დამარცხება დაბადების დღესთან ერთად მიულოცეს.
ლაფშისის მკურნალი ექიმის, რობ რიჩარდსონის განცხადებით, პაციენტს გაუმართლა, რადგან დაავადება მძიმე ფორმაში არ გადაზრდილა და რესპირატორული პრობლემები არ გამოუწვევია. 25 დღიანმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ბილმა თავისი დაბადების დღე სოციალური დისტანცირების ნორმების სრული დაცვით იზეიმა თავისი იუბილე.
ბილ ლაპსჩი 1916 წელს დაიბადა ორეგონის შტატში. იგი უვნებლად გადაურჩა 1918 წელს გავრცელებულ ესპანური გრიპის ეპიდემიას, რომელმაც ამერიკის მოსახლეობის 28 % ( 105 მილიონი) დააინფიცირა და 600 000 ადამიანი იმსხვერპლა. გამოიარა უმძიმეს ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელიც ამერიკაში 1929 -1939 წლებში მძვინვარებდა დიდი დეპრესიის სახელით. 1943 წელს ბილი ამერიკის არმიაში გამოიძახეს- იგი ალეუტის კუნძულებზე მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობდა იაპონელთა წინააღმდეგ და უვნებლად გადარჩა. წარსულში განვლილი უამრავი განსაცდელის შემდეგ, მან 2020 წელს მსოფლიოში გავრცელებული მკვლელი დაავადება, კორონავირუსიც დაამარცხა.
მასალის გამოყენების პირობები






