ნიკოლოზ გამყრელიძემ, რომელმაც კორონავირუსი დაამრცხა, "მთავარ არხთან" დაავადებისა და დაინფიცირების შესახებ საუბრობს.
იგი აცხადებს, რომ თანამშრომელი, ვისგანაც მას ინფექცია გადაედო მისგან ძალიან შორის იჯდა თუმცა მაინც დაინფიცირდა.
გამყრელიძის თქმით, ის და მისი თამნაშრომელიც უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ.
"ვირუსის არანაირი სიმპტომი არ მქონია. ვაღიარებ, რომ ალბათ უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი მეც და ჩემი თანამშრომელიც. ჯობდა, ის არ მოსულიყო სამსახურში. იმ დროს, როდესაც ეს მოხდა, ჩვენ კომპანიაში უკვე გვქონდა დაყენებული ოფისის დეზინფექცია და სხვადასხვა საშუალებები გვქონდა კედელზე მიმაგრებული.
მაგიდაზე მედო სანიტაიზერი, რომლითაც ხელს სულ ვიწმენდდი. უსაფრთხოების ზომები რაღაც დონეზე დაცული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლომდე ეს, ვერ შევძელით,"- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






