კორონავირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში - ყველა ინფორმაცია COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტზე
COVID-19 - 14:45, 04 Apr, 2020     1052

საქართველოში COVID-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. 79 წლის ქალი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან თბილისში მძიმე მდგომარეობით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს .

როგორც გაირკვა, ქვემო ქალი ბოლნისის ერთ-ერთი სოფლის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც კორონავირუსის 5 შემთხვევაა დადასტურებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გარდაცვლილ ქალს რელიგიურ დღესასწაულზე კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელიც სარიტუალო სუფრაზე რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულ პირებთან ერთად იმყოფებოდა:

“ეს ქალბატონი კონტაქტირებულია ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ. შედგომ, რელიგიური დღსასწული მიმიდნარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი ინფიცირებულის. ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა სრულად ცნობილია. ამ კლასტერში ჩვენ გვყავს 5 დაინფიცირებული ადამიანი”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქალს თანდართული მძიმე დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, დილატაციური კრდიომიოპატია, გულის უკმარისობა მეოთხე ხარისხის, არტერიული ჰიპერტენზია მე-3, ზომიერი პულმონური ჰიპერტენზია, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის არარევმატიული ნაკლოვანება და კახექსია.

"ძირითადი დიაგნოზი აქ გახლავთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19 და მწვავე პნევმონია. გართულებები გახლავთ, მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოტორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა” - თქვა გამყრელიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42