"მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, ერთ ქვეყანაში კი, გარდაცვალების ოფიციალური შემთხვევები არ არის და ეს ქვეყანა საქართველოა" - FOXNEWS
მსოფლიო - 11:14, 04 Apr, 2020     1220

იმ ფონზე, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასობრივად იზრდება, ერთ-ერთი ქვეყანაში ამ დრომდე არ ფიქსირდება ფატალური შემთხვევებ- ეს საქართველოა. ამის შესახებ აქვეყნებს სტატიას ამერიკული მედიამაგნატი FOXNEWS-ი.

დაავადების ეპიცენტრულ ქვეყნებთან დაავადების აკრძალვა მოხდა იანვარში, რაც გახდა უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორი დაავადების გავრცელების დაბალი რიცხვისა- აღნიშნულია ამერიკულ გამოცემაში.

„ჩვენ განვახორციელეთ ძლიერი, გადამწყვეტი ნაბიჯები ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ჩვენ არა მარტო დავიწყეთ ტემპერატურის სკრინინგი ყოველი ჩამოსული მგზავრისთვის უცხოეთიდან, არამედ ავკრძალეთ ფრენები ყველა იმ სახელმწიფოსთან, სადაც დაავადების გავრცელების დიდი რაოდენობა ფიქსირდებოდა, რომელიც საბოლოოდ თვითმფრინავებით მგზავრთა გადაადგილების სრული აკრძალვით დასრულდა. მარტის თვეში ჩვენ დროულად მოვახდინეთ სკოლების დახურვა და აგრეთვე შევზღუდეთ საზოგადოებრივი თავშეყრა „ - განუცხადა FOX NEWS-ს გახარიამ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პარასკევს საქართველოს ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ კორონავირუსის 148-ე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 27 მათგანი გამოჯანმრთელდა. გასაოცრად, მათთან გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა- „ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა - დაავადება აღმოჩნდა ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს“ .

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტუაცია სტაბილიზირებულია. არ შეგვიძლია გადაჭარბებულად მოქმედება ან არაგონივრული ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ექსპერტებთან საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში და ჯანდაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა განვსაზღვროთ, თუ როდის უნდა მოხდეს საქართველოში შეზღუდვების მოხსნა”- განაცხადა გახარიამ.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ ქვეყანა, სადაც მოსახლეობა 3.7 მილიონს შეადგენს, წარმოადგენს დამაკავშირებელ ღერძს აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის, რომელსაც დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით თურქეთი და სომხეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით კი რუსეთი. „ ზემოხსენებულ ქვეყნებში 23 500 შემთხვევა და გარდაცვალების 372 ფაქტია, საქართველოში კი არც ერთი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42