ფონდმა „იავნანა“ საზღვარგარეთ ჩარჩენილი 25 ქართველი სტუდენტი სამშობლოში დააბრუნა
საზოგადოება - 18:53, 03 Apr, 2020     991

ფონდმა "იავნანამ" 25 ქართველი სტუდენტის სამშობლოში ჩამოყვანა უზრუნველყო. ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზღვარგარეთ კიდევ ბევრი ქართველი სტუდენტია ჩარჩენილი, ფონდმა მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ ყველას დაბრუნება ვერ შეძლეს, ამიტომ აუცილებელია ხელისფულებამ იზრუნოს საზღვარგარეთ დარჩენილ საკუთარ მოქალაქეებზე და სამშობლოში დააბრუნოს ისინი.

“გილოცავთ ყველას! ქართველი სტუდენტების კიდევ ერთი ნაწილი ჩამოფრინდა! იყო ბევრი წინააღმდეგობა, მაგრამ საბედნიეროდ, ფონდმა „იავნანამ“ მეგობრების თანადგომით, მათი სამშობლოში დაბრუნება შეძლო! ვულოცავ მათ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს, წარმოიდგინეთ რა ნერვიულობა გადაიტანეს ამ ოჯახებმა.

ამჯერად, სამშობლოში დაბრუნდნენ: 1. ზაქარია დავრეშიძე, 2. მარიამ კასრაძე, 3. ვახტანგ ყიფიანი, 4. სალომე ჭოველიძე, 5.თამარ ბერიაშვილი, 6. დეა ხერგიანი, 7. ნიკა ორმოცაძე. მიხარია, რომ გავიცანი 19 წლის ნიჭითა და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები.

მეგობრებო, სასწავლებლად წასული და პანდემიის გამო ჩარჩენილი კიდევ ძალიან ბევრი სტუდენტია, მათი შველა სასწრაფო და აუცილებელია!

ფონდ „იავნანას“ რაც შეეძლო გააკეთა, საერთო ჯამში 25 სტუდენტი დავაბრუნეთ. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებად და პრიორიტეტად დაისახავს უცხოეთში ჩარჩენილი ახალგაზრდების პატრონობას და ჩამოყვანას. კრიტიკულ სიტუაციაში ფონდმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა. რომ არა, ის სამარცხვინო მავნებლობა, რაც „იავნანას“ წინააღმდეგ ჩაიდინეს, ცხადია ბევრად მეტს შევძლებდით. ესეც მალე შეიცვლება, სიკეთის ძალა ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს! ჯანმრთლობას გისურვებთ ყველას!” - ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42