ქართული ოცნების დეპუტატი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა, მოსახლეობას ხვდებოდა და ტაძარშიც ეზიარა - რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს
COVID-19 - 12:14, 03 Apr, 2020     1961
რუსთავში შესაძლოა მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდეს. მიზეზი რუსთავის საკრებულოს წევრის კოვიდ 19-ით ინფიცირებაა.
როგორც ირკვევა, "ქართული ოცნების" წევრი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ხალხმრავალ შეხვედრებში, დადიოდა საკრებულოს სხდომაზე და ერთ-ერთ ტაძარში ეზიარა კიდეც.
ამასთან როგორც ტაძარში ამბობენ, მათთან სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებული.
ოპოზიცია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან ამბობენ, რომ საჭიროა ყველა კონტაქტი სიღრმისეულად შეისწავლონ. მათი თქმით, "ოცნების" დეპუტატი, სანამ მას კლინიკაში გადაიყვავდნენ, მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავდა.
ინფიცირებულია დეპუტატის დედ-მამაც. ცოლი და 2 შვილი კი ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, დღეის მდგომარეობით შემთხვევასთან დაკავშირებით დადგენილია 50 კონტაქტი.
„როდესაც დედას დაუდასტურდა, შვილის დადასტურებას აღარ დაველოდეთ და ამ კონტაქტების შესწავლა დავიწყეთ. თავიდან საუბარი იყო 40 კონტაქტზე. დღესდღეობით 50 კონტაქტია ისეთი, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს რისკის მატარებლად. თუმცაღა, ახლო კონტაქტების რაოდენობა არის 20 ადამიანი. მეორახარისხოვანი კონტაქტების მოძიება დამთავრდება დღეს და გვეცოდინება სულ ჯამში რამდენ ადამიანთან კონტაქტი როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში“, - განაცხადა ტაბაღუამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42