მომღერალი ნინა სუბლატი, ინფექციური კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ფოტოს, სოციალურ ქსელში შემდეგი დასათაურებით ავრცელებს:
"როგორ მინდა პირდაპირ ეთერამდე რამდენიმე წუთით ადრე მივვარდე ხოლმე უზუგბაიას, გავუკეთო ორივე თვალზე ერთნაირი ლაინერი და მოვდუნდე საბოლოოდ... რა საქციელია ეს ქალბატონო", - წერს ნინა სუბლატი.
ნინა სუბლატი აღნიშნული კომენტარისგამო უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა. კომენტარებში უმრავლესობამ ეზუგბაიას ინტერესები დაცვა და მაკიაჟზე აქცენტის გაკეთებას უადგილო უწოდა.
- ლაინერის სიზუსტეა პრიორიტეტული? - ეკითხება სუბლატს ინტერნეტს მომხმარებელი. ამ და სახვა მსგავსი შინაარსის კომენტარის შემდეგ სუბლატმა კომენტარებში თავის პოსტს ხუმრობა უწოდა.
"ხალხო, მოდით ან გაიგეთ უწყინარი ხუმრობა და ან ჩასქროლეთ რაა, ჩემი ოჯახის წევრს მაინც არ ქონდეს კორონა, რამენაირად თქვენზე მეტი სადარდებელი მაქვს", - დაწერა მომღერალმა.
მასალის გამოყენების პირობები






