ინფექციურში შემოსული ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია - მარინა ეზუგბაია
COVID-19 - 11:08, 03 Apr, 2020     630

კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 14 შემთხვევა - ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან მათ კლინიკაში მხოლოდ ორი პირია მოთავსებული.

მისი თქმით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„დილის მონაცემებით 148 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, პაციენტები დღის მეორე ნახევარში დაგვემატნენ, ისე მთელი დღე-ღამის განმავლობაში 18 დადასტურებული შემთხვევა გამოვიდა. ამ შემთხვევებიდან 2 დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრშია, ამ ეტაპზე ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, დანარჩენი დადასტურებული შემთხვევები კოვიდის მიმღებ დანარჩენ დაწესებულებაში არიან გადანაწილებული.

ახალი პაციენტების წყარო ჩემთვის უცნობია. ჩვენთან შემოსული ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია, აქედან გამომდინარე, მათი წყარო ცნობილია. რუსთავის კლასეტრიდან ჯერჯერობით ჩვენთან არცერთი პაციენტი არ არის. გუშინ დილიდან საღამომდე ჩვენთან დაახლოებით, 11 პაციენტი მოხვდა, აქედან 5-თან არის პნევმონია, მაგრამ ეს პნევმონია მძიმე არ არის, დანარჩენებთან პნევმონია არ არის, ამ პაციენტებთან დაავადება ჯერჯერობით, ჩატარებული კლინიკური ანალიზების და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემების შეჯერებით საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. თუ დაავადება ასე გააგრძელებს მიმდინარეობას და არცერთთან დაავადების პროგრესირება არ მოხდება, ალბათ, მათთან გამოჯანმრთელების პერიოდი უფრო მალე დადგება და ალბათ, გაეწერებიან კიდეც“, - განაცხადა ეზუგბაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42