შესაძლებელია თუ არა ფულით კორონავირუსის გავრცელება - ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძე განცხადებით, სავსებით რეალურია, რომ ფული იყოს „კოვიდ 19“-ის გავრცელების ერთ-ერთი წყარო.
„დაზუსტებით, ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ვარაუდით, ამის თქმა უკვე შეიძლება. იმიტომ, რომ ჩვენ პაციენტებს შორის რამდენიმე ადამიანი ვარაუდით ასახელებს, რომ ინფექციის გადაცემა ფულით მოხდა. ვთქვათ, ხელოსანმა, რომელმაც ფული აიღო და ლომბარდის თანამშრომელმა, რომელმაც ლომბარდში ფული აიღო. ასე რომ, ეს გზა სავსებით რეალურია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 134 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 ადამიანი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.
მასალის გამოყენების პირობები






