სახლის დალაგება, ჭამა,საჭმლის კეთება, ცეკვა და ვარჯიში - რას აკეთებენ ვარსკვლავები თვითიზოლაციის დროს
COVID-19 - 20:59, 02 Apr, 2020     915

კორონავირუსი, თვითიზოლაცია და ვარსკვლავები - აღმოჩნდა, რომ თვითიზოლაციის დროს ჰოლივუდის ვარსკვლავებიც “იტანჯებიან”. ჭამა, სახლის დალაგება და არაფრის კეთება სწორედ ის არის, რითაც მათ დრო გაჰყავთ.

მსახიობმა ნატალი პორტმანმა კარანტინამდელი და კარანტინის შემდგომი ფოტოები გაგვიზიარა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ მსახიობი ახლა გლამურული ფოტოსესიების ნაცვლად ტკბილეულის ჭამაზეა გადასული.

ნატალი პორტმანის მსგავსად, ტკბილეულს ეძალება ნაომი უოტსიც, რომელმაც ნამცხვრების დაგემოვნება კარანტინის მთავარ გამოწვევად დაასახელა.


კოლეგებს არც ამერიკელების საყვარელი მსახიობი ჯულია რობერტსი ჩამორჩა და ინსტაგრამზე უმაკიაჟიდ გადაღებული სელფი გამოდო. პოსტში ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რა რთულია ახლა ცხოვრება იმ ადამიანებისთვის, ვინც COVID-19-მა უსამსახუროდ დატოვა. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა სწორედ ამ ადამიანების დახმარების მიზნით ერთ-ერთ ფონდში 3 მილიონი დოლარიც კი გადარიცხა.

კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელიც თვითიზოლაციაშია და სახლიდან არ გადის, კორტნი კოქსია. მსახიობი ამ დროს იდეალურად იყენებს და შვილთან, კოკოსთან ერთად არაჩვეულებრივ დუეტებს ქმნის.

ქმართან, მაიკლ დუგლასთან და შვილებთან ერთად იმყოფება თვითიზოლაციაში მსახიობი კეტრინ ზეტა-ჯონსიც. ვარსკვლავმა ფანების გასამხიარულებლად გადაწყვიტა ინსტაგრამზე ამჯერად ცეკვის ვიდეო გამოექვეყნებინა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42