ქვეყნებში, სადაც ტუბერკულოზის ვაქცინა სავალდებულოა, კორონავირუსისგან გარდაცვალების ძალზე მცირე რაოდენობა ფიქსირდება განსხვავებით იმ სახელმწიფოებისგან, სადაც მსგავსი სავალდებულო ვაქცინაცია არ მოქმედებს. მეცნიერების მიერ ამ ახალი კვლევის შესახებ წერს ბლუმბერგი.
კვლევის თანახმად დადგინდა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ბცჟ-ს ვაქცინა ათწლეულობის განმავლობაში კეთდებოდა ახალშობილებზე, გაცილებით ნაკლებია კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობა. ამჟამად უკვე 6 ქვეყანაში მიმდინარეობს ზემოხსენებული ვაქცინით იმ ადამიანების აცრა, რომლებიც „ფრონტის ხაზზე იბრძვიან კორონავირუსის წინააღმდეგ“- საუბარია ექიმებზე. აგრეთვე უკვე დაწყებულია ასაკოვანი ადამიენებისთვის ბცჟ-ს ინექციის შეყვანა, რომლითაც განისაზღვრება, თუ რეალურად რა ძალა გააჩნია ზემოხსენებულ პრეპარატს კოვიდ 19-ისგან პრევენციაში.
მასალის გამოყენების პირობები






