ჩინელი ექიმები კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს დათვის ნაღვლის მჟავით მკურნალობენ
მსოფლიო - 17:40, 02 Apr, 2020     1248

ჩინეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ მეთოდს მიაკვლია. ჩინელი მედიკოსები და ეპიდემიოლოგები კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე აქტიურად იყენებენ დათვის ნაღვლის მჟავას. აღნიშნულმა ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ცხოველთა დამცველებს შორის. მათი თქმით, იზრდება საშიშროება იმისა, რომ ზემოხსენებულმა მოვლენამ ხელი შეუწყოს არალეგალურ პროცეს გარეული ცხოველების ვაჭრობაში.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ მარტში გამოსცა მითითებები, რომელიც რეკომენდაციას უწევს კორონავირუსით კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებზე ისეთი ინექციის გამოყენებას, რომელიც შეიცავს დათვის ნაღვლის მჟავის ფხვნილს, თხის რქასა და სხვა სამკურნალო მცენარეულ საშუალებებს.

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი პოპულარიზაციას უწევს ტრადიციულ ჩინურ მედიცინას- მისი თქმით, ეს არის „ჩინეთის ცივილიზაციის საგანძური“ და აცხადებს, რომ მას უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება და დაფასება.

დათვის ნაღვლის აქტიური ინგრედიენტი, ურსოდექსიქოლური მჟავა გამოიყენება ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ, თუმცა ამ დრომდე უცნობია მისი ეფექტურობა კოვიდ 19-ის ვირუსის წინააღმდეგ.

აზიის ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის სპიკერის, ბრაიან დეილის თქმით, საზოგადოება კორონავირუსთან საბრძოლველად არ უნდა დაეყრდნოს ისეთ გარეული ცხოველის „პროდუქტს“ , როგორიცაა დათვის ნაღველი. მისი თქმით, საეჭვოა აღნიშნული მკურნალობის მიდგომის ეფექტურობა, როდესაც მკვლელი ვირუსი სწორედ გარეული ცხოველებისგან გავრცელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42