შენჟენი პირველი ქალაქი გახდა ჩინეთში, სადაც აიკრძალა კატისა და ძაღლის ხორცის ჭამა. აიკრძალა აგრეთვე ზემოხსენებული მოკლული ცხოველების ხორცით ვაჭრობა ბაზრებში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია დაავადების გავრცელების გამო, რომელიც გარეული ცხოველების ხორცით ვაჭრობას უკავშირდება.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი ვნებათაღელვის გამო ჩინეთის ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, აიკრძალა კატებისა და ძაღლების საკვებად გამოყენება.
აკრძალვა შენჟენში ოფიციალურად 1 მაისიდან იმოქმედებს. აზიაში ყოველწლიურად 30 მილიონ ძაღლსა და კატას კლავენ, რომელთა ხორცს სხვადასხვა კერძის დასამზადებლად იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით დაიხურა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გარეული ცხოველების ბაზარი. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის გავრცელება უკავშირდება უხანის გარეული ცხოველების ბაზარს, სადაც იყიდებოდა ღამურის ხორცი, რომელიც დაინფიცირებული აღმოჩნდა კორონავირუსით.
მასალის გამოყენების პირობები






