პლანეტის ყველაზე დაბინძურებულ ადგილთა ტოპ-ათეულში რუსეთის ორი ქალაქია
მსოფლიო - 13:46, 05 Nov, 2013     2128

ამერიკული ინსტიტუტის - ბლექსმიტისა და ორგანიზაცია - „შვეიცარიის მწვანე ჯვრის“ ვერსიით, მსოფლიოს ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებულ ადგილებში, კვლავ მოხვდნენ რუსეთის ქალაქები ნორილსკი და ძერჟინსკი, იუწყება BBC-ის საინფორმაციო სააგენტო.

სიაში ასევე ფიგურირებს უკრაინული ჩერნობილი. აგრეთვე, ექვსი ქვეყნის: არგენტინის, ბანგლადეშის, განის, ზამბიის, ინდონეზიისა და ნიგერიის ქალაქები, მდინარეები და სხვა გეოგრაფიული ტერიტორიები.

ბლექსმიტის ინსტიტუტის სიაში, ნორილსკი და ძერჟინსკი პირველად არ ხვდებიან.

ანგარიშის - „მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ადგილები - 2013“ ავტორები ირწმუნებიან, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანს, რომელსაც ეკოლოგიური ტოქსინები იწვევენ, შეედრება ყველაზე საშიში ეპიდემიები, რაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.

მსოფლიო ჯან-დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში სიკვდილიანობის 20%-ს დაბინძურებული გარემო იწვევს.

კიბოს გამო ყოველი მეხუთე სიკვდილი, ტოქსინებთანაა დაკავშირებული.

ანგარიშის მონაცემებით, გარემოს დაბინძურება პლანეტაზე 200 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.

„ეკოლოგიური ტოქსინების თავიდან მოშორება - რთული საქმეა, მაგრამ არა შეუძლებელი, - მიიჩნევს შვეიცარიული მწვანე ჯვრის ერთერთი განყოფილების მენეჯერი სტეფან რობინონი. - საჭიროა აუცილებელი ფონდების მობილიზება და იმ განზრახვის გამყარება, რომ ვიმოქმედოთ რაც შეიძლება სწრაფად“.

იაპონური ატომური ელექტროსადგურის „ფუკუსიმას“ რაიონი, სადაც მომხდარი ავარია ატომური მოვლენების საერთაშორისო შკალაში უდიდესია, პლანეტის ყველაზე დაბინძურებულ ადგილთა ათეულში არ მოხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42