აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში კოვიდ 19-ისგან ექვსი კვირის ჩვილი გარდაიცვალა. იგი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც კორონავირუსმა იმსხვერპლმა. ახალშობილი წინა კვირას დაიღუპა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დადასტურდა ის ფაქტი, რომ მას კოვიდ 19 აღენიშნებოდა, რამაც გამოწვია ბავშვის სიკვდილი.
კონექტიკუტის გუბერნატორმა, ნედ ლამონტმა მომხდარს სულისშემძვრელი უწოდა და მისი თქმით, გარდაცვლილი ახალშობილი ყველაზე ახალგაზრდაა, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა.
„ეს სულისშემძვრელი ტრაგედიაა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ახალშობილის გარდაცვალება კოვიდ 19-ს უკავშირდება. 6 კვირის ახალშობილი ჰართფორდიდან საავადმყოფოში უგონო მდგოამრეობაში მიიყვანეს“ - განაცხადა ნედ ლამონტმა. მას მძიმე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ვირუსის ფილტვებზე ზეწოლას ვერ გაუძლო ჩვილის ორგანიზმმა და გარდაიცვალა.
გუბერნატორის თქმით, შტატში გასული დღის განმავლობაში დაავადების ახალი 429 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შემდეგაც კონექტიკუტში საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვი 3557-ს , ხოლო 85 შემთხვევა კი ფატალური აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






