თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში შიდა გავრცელებამ 3-4 კვირა დააგვიანა.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ კუთხით ყველა ვერტიკალმა არაჩვეულებრივად იმუშავა. ცერცვაძის პროგნოზით, საქართველოში, საეთო ჯამში სავარაუდოდ კოვიდ-19-ით 1000 ადამიანი დაინფიცირდება.
„იქნება შემთხვევების სერიოზული მატება. ჩემი პროგნოზია, რომ ვინაიდან აქამდე შევძელით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლით შესვლა, როდესაც დაიწყება ფართომასშტაბიანი გავრცელება ინფექციის, ჩვენ შევძლებთ ევროპის სხვა ქვეყნებთან დისტანცია შევინარჩუნოთ და თუ სხვაგან არის ასეულობით ათასები, ჩემი პროგნოზია, ჩვენთან შემთხვევებმა არ უნდა გადააჭარბოს 1000. ჩემი ვარაუდით დაახლოებით 1000 კაცამდე დაინფიცირდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






