"მიიღეთ სააკაშვილის შეთავაზება და დაგვაბრუნეთ სამშობლოში!.. ახლა პოლიტიკის დრო არ არის" - გერმანიაში მყოფი ქართველები მთავრობას პასუხს სთხოვენ
COVID-19 - 22:36, 01 Apr, 2020     1187
კორონავისრუსის მასშტაბურად გავრცელების გამო გერმანიაში პანიკაა, ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ.

როგორც "ნიუპოსტს" საქართველოს მოქალაქე, იზაბელ ცეცხლაძე უყვება, საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩა და ღამეებს ქუჩაში ათევს.

იზაბელა ერთ–ერთია იმ უამრავ ემიგრანტს შორის, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

ქართველები ამბობენ, რომ გერმანიაში ცხოვრება საშიშია, თუმცა არც სამშობლოში დაბრუნება შეუძლიათ. მათ ნაწილს უკან დასაბრუნებელი ბილეთი წინასწარ ჰქონდა აღებული, თუმცა, შეჩერებული ავიამიმოსვლის გამო, გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სპეცრეისს რაც შეეხება, ემიგრანტები ეჭვობენ, რომ ბილეთები წინასწარ, "ნაცნობობით" გაიყიდა.

ქართველი სტუდენტი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ქალაქში ვითარება ყოველდღიურად მძიმდება, ამიტომ ერთადერთ გამოსავალს საქართველოში დაბრუნებაში ხედავს და მთავრობას მიხეილ სააკაშვილის შეთავაზების მიღებისკენ მოუწოდებს.

"ახლა პოლიტიკის დრო არ არის!"- აცხადებს ახალგაზრდა სტუდენტი.

ბოლო ინფორმაციით, გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 67 544 შეადგინა. გარდაცვლილია 858 ადამიანი. მარტო დღეს 4 736 ადამიანი დაინფიცირდა, კოვიდ 19-ს დღეს 83 ადამიანი ემსხვერპლა.

- კოვიდ 19 მსოფლიოს მთავარ გამოწვევად იქცა, რა მდგომარეობაა გერმანიაში, სადაც თქვენ იმყოფებით?

- მსოფლიოში არსებული სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელია გერმანიაშიც. სიტუაცია დღითი დღე რთულდება. იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. საბედნიეროდ, მათ შორის ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან, თუმცა ეს დროებითია, რადგან დაავადების რისკი მაღალია.

ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტით მოძრაობა შეუძლებელია, ჰიგიენური ნივთების დეფიციტია, აღარაფერს ვამბობ სამედიცინო ნიღბებსა და ხელთათმანებზე.

- უკვე რამდენიმე დღეა, უცხოეთში დარჩენილი ქართველების სულისშემძვრელ ისტორიებს ვისმენთ, ემიგრანტთა დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რა ხდება ბერლინში, როგორ აისახა მძიმე ვითარება იქ მყოფ ქართველ ემიგრანტებზე?

- როდესაც გერმანიის ხელისუფლებამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, ჩვენი სამსახურები, უნივერსიტეტები, ყველაფერი დაიხურა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საქართველოს ის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებსაც არანაირი დანაზოგი არ გააჩნიათ და ხელფასიდან-ხელფასამდე ცხოვრობდნენ. ბევრი მათგანისთვის ამ დრომდე უკვე გამომუშავებული თანხაც კი არ მიუციათ. ბევრ ქართველს ელემენტარულად საკვების ყიდვის საშუალებაც კი არ გააჩნია.

მძიმე მდგომარეობაში, ქუჩაში აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ, თუმცა ფრენის გაუქმების გამო, საქართველოში ვერ მოდიან. არადა, სანამ ამ ინფორმაციას გაიგებდნენ, ბევრმა მათგანმა საცხოვრებელი დაცალა. ეს ხალხი შველას ელოდება.

მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა გერმანიაში რამდენიმე თვის წინ სამუშაოდ ჩამოსული ნიკა სუპტაშვილიც. ​რომლის ისტორია ძალინ რთულად მოსასმენია. ის გერმანიაში მეგობართან ერთად, ერთ-ერთმა ქართველმა ჩამოიყვანა, თუმცა ჩამოსვლისას ნიკას შევიწროების ბრალდებით უჩივლა, საბუთები დაუხია. ახალგაზრდას არც ტელეფონი, არც ფული და რაც მთავარიაა არც საცხოვრებელი არ აქვს. ძალიან უნდა სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ბილეთის ფული და როგორც გითხარით არც საბუთები არ აქვს.

- გაქვთ თუ არა კონტაქტი გერმანიაში საქართველოს საკონსულოსთან და რას გეუბნებიან საქართველოს წარმომადგენლობაში?

- პირველივე დღიდან გვაქვს კონტაქტი საკონსულოსთან, საელჩოსთან, თუმცა კონკრეტულ კითხვაზე პასუხი არასდროს მიგვიღია. პრობლემას რომ ვუხსნიდით, გვეუბნებიან, რომ მათი მოგვარება, მათ კომპეტენციაში არ შედის და სხვა ფილიალში გვამისამართებენ და ასე გრძელდება უსაშველოდ. მესმის რომ დღეში უამრავი ზარი შედის, ყველა დახმარებას ითხოვს, თუმცა ისინი ვალდებულები არიან მეტად ორგანიზებულები იყვნენ, მათი პირდაპირი მოვალეობაა დახმარება გაუწიონ თითოეულ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ახლა გვერდში დგომაც ძალიან მნიშვნელოვანი...

- როგორც პირად საუბარში მითხარით, ყველაზე დიდი პრეტენზია ქართული ავიაკომპანიის მისამართით არსებობს, რა მოხდა აირზენასთან მიმართებით?

- როგორც იცით, 3 აპრილის სპეცრეისი - ბერლინი-თბილისი უნდა შესრულდეს. რეისზე ბილეთების ყიდვა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბილეთებს ვერ ვყიდულობთ. დაურეკე საელჩოს და მათ დამაიმედებელი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ... მაინტერესებს რა ევალებათ საკონსულოებს თუ საელჩოებს კაბინეტში ისხდნენ თუ მობილიზებული იყვნენ ყველანაირ საკითხზე?!

რაც შეეხება ავიაკომპანია ,,აირზენას“, ეს არის მატყუარა კომპანია, "აირზენამ" გაგვასულელა და მათი მოლოდინით დავიღალეთ. ითქვა, რომ ამ რეისზე დღეს შევძლებდით ბილეთების შეძენას, თუმცა მოგვატყუეს. სპეცრეისის დანიშვნის შემდეგ იმედი მოგვეცა რომ დავბრუნდებოდით თუმცა ტყუილად რადგან კომპაიას არანაირი ბილეთები არ ჰქონდა და არც გაყიდვაში გამოუშვა ...დილიდან ვამოწმებდი რომ იქნებ მეყიდა მაგრამ არა...მივწერე კომპანიას თავიანთ გვერდზე მათი პასუხი კი იყო ის რომ ბილეთები დაიდებოდა საქართველოს დროით 15:00 საათზე, ხოლო გერმანიის დროით 13:0ო საათზე, თუმცა მოგვატყუეს ამ დრომდე გვატყუებენ ვწერთ ვრეკავთ თუმცა უშედეგოდ. ვეჭვობთ, რომ ბილეთები ახლობლობით გაიყიდა.

- საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას რამდენიმე დღეა სთავაზობს, ემიგრანტები სრულიად უსასყიდლოდ ჩამოიყვანონ სამშობლოში, როგორ შეხვდნენ ემიგრანტები სააკაშვილის ინიციატივას?

- რას შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას და თხოვნას, ქართველი ემიგრანტები ამ აზრს იზიარებენ. ისინი ამბობენ, რომ ოღონდ დაბრუნდნენ სამშობლოში და ამას ვინ და რა გზით გააკეთებს მნიშვნელობა არ აქვს.

მეც ვუერთდები მათ მოსაზრებას და ვიტყვი, რომ ახლა პოლიტიკის დრო არ არის! მიიღეთ მესამე პრეზიდენტის შეთავაზება და დაგვაბრუნეთ სახლში!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42