36-37 ლარის დენი და 92 ლარამდე გაზი — ვის შეეხება მთავრობის შეღავათები
COVID-19 - 16:17, 01 Apr, 2020     3734
კომუნალურ გადასახადებზე მთავრობის შეღავათები ყველა იმ მოქალაქეს შეეხება, ვინც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ³-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს.

მთავრობის ინიციატივა სამ თვეს შეეხება, კერძოდ: მარტს, აპრილსა და მაისს.

On.ge შეეცადა გაერკვია, დაახლოებით რამდენ ლარს დაზოგავენ მოქალაქეები მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით.

კომპანია თელასის შემთხვევაში, რომელიც თბილისს ემსახურება, მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადახდა არ მოუწევთ, თუ თვის განმავლობაში გადასახადი 37 ლარზე მეტი არ არის. ამ თანხაში არ შედის წყლის და დასუფთავების მოსაკრებელი.

დაახლოებით იგივე თანხაა ენერგო-პრო ჯორჯიას შემთხვევაში, რომელიც ელექტროენერგიას რეგიონებს აწვდის — შეღავათი იქნება მათთვის, ვინც თვეში მაქსიმუმ 36 ლარის დენს მოიხმარს.

რაც შეეხება გაზს, თბილისი ენერჯის შემთხვევაში (ძველი ყაზტრანსგაზი), რომელიც ბუნებრივ აირს დედაქალაქის მოსახლეობას აწვდის, საგადასახადო შეღავათი ექნებათ მათ, ვინც მაქსიმუმ 92 ლარის გაზს მოიხმარს.

გაზის კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, სოკარ ჯორჯია მოსახლეობის გაზმომარაგებას მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს. თუმცა, ძირითადი მომხმარებლები რეგიონებში ჰყავს. ამ კომპანიის აბონენტებს გადასახადის გადახდა არ მოუწევთ, თუ თვის განმავლობაში გადასახდელი თანხა დაახლოებით 114 ლარს შეადგენს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტს თვეში აუნაზღაურდება ფაქტობრივი დავალიანება და არა სრულად 114 ლარი, ანუ ის, რამდენსაც დახარჯავს.

კომპანია თელასში On.ge-ს უთხრეს, რომ უკვე გასცეს დავალება, ვისაც 200 კვ-მდე აქვს დამწვარი ელექტროენერგია, მათ არ შეუწყდეთ მომსახურება მარტის, აპრილისა და მაისის დავალიანებისთვის.

შეღავათები შეეხებათ მცირე ელექტრო თუ გაზგამანაწილებელი კომპანიების აბონენტებსაც და დაახლოებით იმ რაოდენობით, რამდენიც დიდ კომპანიებში. დეტალურად ამის გარკვევა მოქალაქეებს ამავე კომპანიების ცხელ ხაზზე შეეძლებათ.

რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, სულ 1 200 000 ოჯახია ისეთი, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვის განმავლობაში არ აღემატება 200 კილოვატს. ასევე, მისივე თქმით, ბუნებრივი აირის შეღავათით ისარგებლებს სულ 671 000 ოჯახი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42