Covid-19 და შაქრიანი დიაბეტი - რა უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის დროს
COVID-19 - 14:24, 01 Apr, 2020     549

SARS-CoV-19 - ვირუსული ინფექცია, რომელმაც შეცვალა დღევანდელი მსოფლიო. უახლესი მონაცემებით ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 203 ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 800.000-ზე მეტია. სამედიცინო საზოგადოება აქტიურად სწავლობს ვირუსის გავრცელების, პრევენციის, მკურნალობისა თუ ვაქცინაციის გზებს.

როგორც ცნობილია, კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებულ რისკს ქმნის 70 წელს გადაცილებულ და, ასევე, სხვადასხვა ქრონიკული თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში, ხოლო ახალგაზრდა ასაკში გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. Covid-19-სა და თანმხლები ენდოკრინული დაავადებების შესახებ საუბრობს აკად. ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი თამარ ხუციშვილი.

- რომელი დაავადებების თანხვედრისას უნდა ველოდოთ კორონავირუსული ინფექციის გართულებებს?

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, Covid-19 განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი ქრონიკული დაავადებების დროს: შაქრიანი დიაბეტი (ნებისმიერი ფორმა), გულისა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, სისტემური დაავადებები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მორბიდული სიმსუქნის მქონე (მაღალი ხარისხის სიმსუქნე, როდესაც სხეულის მასის ინდექსი 40 კგ/მ2-ს აღემატება) პაციენტებიც, ასევე, მოიაზრებიან მაღალ რისკ-ჯგუფში.

- ანალოგიურად შეიძლება ჩაითვალოს ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებებიც?

- საბედნიეროდ, არა. ამ კუთხით მიმდინარეობს კვლევები და ამ ეტაპზე არ გამოვლენილა რაიმე ტიპის კორელაცია ფარისებრი ჯირკვლის რომელიმე დაავადებას (აუტოიმუნური თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება და ა.შ.) და Covid-19-ის გართულებებს შორის.

- რანდა გაითვალისწინოს დიაბეტით დაავადებულმა ადამიანმა კორონავირუსული პანდემიის დროს?

- მსოფლიოს წამყვანმა ენდოკრინულმა საზოგადოებებმა (ADA, ESE, IDF) წარმოადგინეს კონკრეტული რეკომენდაციები შაქრიანი დიაბეტის მქონე პირთათვის, სადაც ძირითადი აქცენტი სისხლში შაქრის დონის იდეალურ კონტროლსა და თვითიზოლაციაზეა.

ყველაზე მარტივი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც მთელი მსოფლიო თანხმდება, ესაა სოციალური იზოლაცია. მაქსიმალურად მოერიდეთ კონტაქტებს და არ გახვიდეთ გარეთ აუცილებლობის გარეშე. როგორც მრავალჯერ ითქვა, სწორედ იზოლაციაა ინფექციისგან დაცვის მთავარი იარაღი.

დაიბანეთ ხელები ხშირად და სრულყოფილად, არ შეეხოთ სახეს, სისტემატურად გაწმინდეთ და დაადეზინფიცირეთ ხშირად მოხმარებადი ნივთები.

უმნიშვნელოვანესი ფაქტორია - სისხლში შაქრის მაჩვენებლების მოწესრიგება! პანდემიის დროს ინტენსიურად აკონტროლეთ სისხლში გლიკემიის დონე. ქრონიკული ჰიპერგლიკემია აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ სტატუსს და ზრდის სხვადასხვა ინფექციით გართულებების რისკს. კარგ გლიკემიურ კონტროლს არსებითი მნიშვნელობა აქვს ინფექციასთან ბრძოლის პროცესისა და გართულებების პრევენციისთვის.

ნებისმიერი ინფექციური პროცესი ზრდის ორგანიზმში გლუკოზის დონეს, ასევე, მოთხოვნილებას სითხეზე, ამიტომ არ დაგავიწყდეთ წყლის ადეკვატური რაოდენობით მიღება.

მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები, გლუკომეტრის ჩხირები, ასევე, მარტივი ნახშირწყლები (ხილის წვენი, თაფლი) დაბალი გლუკოზის დაფიქსირებისას გამოსაყენებლად. დარწმუნდით თქვენი გლუკომეტრის გამართულ მუშაობაში.

იკვებეთ გონივრულად, ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ სხვადასხვა შეფერილობის ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტები, თხილეული. იზრუნეთ იმუნიტეტზე, ვიტამინებით (A, B6,B12,C, D), რკინით, სელენით, თუთიით მდიდარი საკვების ყოველდღიური გამოყენებით.

გაითვალისწინეთ თქვენი ექიმის რჩევები სწორი კვების შესახებ, რათა მაქსიმალურად დასტაბილურდეს სისხლში შაქრის მაჩვენებლები!

მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, იძინეთ დღე-ღამის მანძილზე, სულ მცირე, 7-8 სთ.

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც იზრუნეთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მოგვიწოდებს, დღე-ღამეში მაქსიმუმ 2-ჯერ გავეცნოთ პანდემიის შესახებ ცნობებს და შეძლებისდაგვარად ვარეგულიროთ სტრესის დონე.

ვიცით, რომ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტია ჩვენი იმუნიტეტი. სტრესის დროს ჭარბად გამოყოფილი ჰორმონები - კორტიზოლი, ადრენალინი აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ სტატუსს, მსოფლიო მედიცინას კი ჯერ არ შეუქმნია იმუნიტეტის მასტიმულირებელი უნივერსალური საშუალება.

- რაც შეეხება სხვა ენდოკრინულ პათოლოგიებს, რომლებიც, ასევე, წარმოადგენენ კორონავირუსული ინფექციის გართულებების რისკ-ფაქტორს?

- დაავადებულ პაციენტებზე დაკვირვებით გამოვლინდა, რომ მაღალი ხარისხის სიმსუქნის მქონე პაციენტები მიდრეკილნი იყვნენ ფილტვის ფუნქციის დარღვევის, ალვეოლების დესტრუქციული ცვლილებებისა და სუნთქვის უკმარისობისკენ. ამგვარად, ისინიც მოიაზრებიან მაღალ რისკ-ჯგუფში.

მაღალია, ასევე, Covid-19-ით გართულებების რისკი პაციენტებში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობით. ამიტომ ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია მკურნალ ექიმთან მჭიდრო კონტაქტი, რადგან Covid-19-ის დადასტურების შემდგომ მოხდეს ჩანაცვლებითი თერაპიის დროული კორექცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42