"ჩვენ არ ვართ ომში. მეზღვაურებს არ სურთ სიკვდილი" - ამერიკულ ავიამზიდზე კორონავირუსი გავრცელდა და კაპიტანი სასწრაფო დახმარებას ითხოვს
მსოფლიო - 12:54, 01 Apr, 2020     936

ამერიკული საზღვაო ძალების ავიამზიდის, „თეოდორ რუზველტის“ კაპიტანმა ფლოტის სარდლობას თხოვნით მიმართა კორონავირუსით ინფიცირებულ მეზღვაურთა გადასარჩენად გაატარონ შესაბამისი სამაშველო ოპერაციები.

ამერიკული ხომალდი წყნარი ოკეანის წყლებში იმყოფებოდა, როდესაც ფლოტმა დაადასტურა კოვიდ 19-ის დააინფიცირების პირველი შემთხვევა 1 კვირის წინ. კაპიტანმა ბრეტ კროზიერმა ფლოტისთვის მიწერილ 4 გვერდიან წერილში განაცხადა, რომ გემზე მძიმე სიტუაციაა, რადგან მეზღვაურები დაძაბულები არიან ხომალდზე გავრცელებული ვირუსის გამო. მისი თქმით, უკვე რამდენიმე მათგანს აღმოაჩნდა კორონავირუსი.

კროზიერმა აღნიშნა, რომ ავიამზიდზე ძალზე მცირე რაოდენობით მოიპოვება საკარანტინო და საიზოლაციო სივრცეები და სამკურნალო მოწყობილობები. იგი წერილში დაუყოვნებლივ ითხოვს არმიისგან მოქმედებას, რათა 4000-მდე მეზღვაური, ხომალდის ეკიპაჟთან და საგემბანო ავიაციის პილოტებთან ერთად გაიყვანონ საშიში ზონიდან.

„ჩვენ არ ვართ ომში. მეზღვაურებს არ სურთ სიკვდილი. თუ ჩვენ ახლავე არ ვიმოქმედეთ, დავმარცხდებით და ვერ შევძლებთ გავუფრთხილდეთ ყველაზე სანდო აქტივს“ - განაცხადა ხომალდი კაპიტანმა.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა REUTER-ს, რომ დაუდასტურებული ინფორმაციით, ხომალდზე 80-მდე ინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მისი თქმით, სავარაუდოდ ეს რიცხვი უახლოეს დღეებში საგრძნობლად გაიზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42