მას შემდეგ, რაც ტრამპმა პუტინის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემოთავაზებულ დახმარებაზე თანხმობა განაცხადა, რუსეთმა აშშ-ში სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საფრენი აპარატი დატვირთულია პირბადეებითა და სამედიცინო აუცილებელი მოწყობილობებით, რომლებიც გადაეცემათ ამერიკელებს.
სამინისტრომ გაავრცელა თვითმფრინავის ფოტოები, სადაც ასახულია ასეულობით ყუთი, როლებშიც მოთავსებულია ნიღბები და სათანადო აღჭურვილობა, რომლებიც დაეხმარება ამერიკულ ჯანდაცვის სისტემას კორონავირუსთან ბრძოლაში.
პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აუცილებელია აღინიშნოს, რომ როდესაც პრეზიდენტი პუტინი სთავაზობდა დახმარებას ამერიკელ კოლეგებს, მან ივარაუდა და დარწმუნებულია იმაში, რომ სამედიცინო აღჭურვილობის ამერიკელი მწარმოებლები საჭიროების შემთხვევაში იმავე ქმედებით უპასუხებენ და დაეხმარებიან რუსეთს კოვიდ 19-თან ბრძოლაში.
მასალის გამოყენების პირობები






