აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედია ბრიფინგისას განაცხადა, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული მტკივნეული და უმძიმესი პერიოდი წინაა. დაინფიცირების ახალი შემთხვევების მზარდი ტენდენციის გამო მან სოციალური დისტანცირების ვადა 2 კვირით გაზარდა- აშშ-ში 30 აპრილამდე გაგრძელდება ის შეზღუდვები, რაც დღესაა დაწესებული ქვეყანაში. თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ აშშ-ში კოვიდ 19-ის ვირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა 100 000-იდან 240 000-მდე შეადგინოს.
„მე მინდა, რომ ყველა ამერიკელი მზად იყოს იმ რთული დღეებისთვის, რაც წინ გველოდება.ჩვენ შევდივართ ყველაზე მძიმე 2 კვირიან პერიოდში".
ამერიკის ჯანდაცვის უწყებისა და კოვიდ 19-ის ვირუსთან მებრძოლ საგანგებოდ შექმნილ ჯგუფის ხელმძღვანელ პირთა თქმით, მკაცრი სოციალური დისტანცირების ღონისძიებების გატარების გარეშე მომავალი 30 დღის განმავლობაში შესაძლებელია 2.2 მილიონი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკა ამჟამად კორონავირუსის მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს, სადაც კოვიდ 19-ის ინფიცირებულთა 188 592-ია, რომელთაგან 4055 სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა. 4576 ადამიანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება- უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული საავადმყოფოებში.
მასალის გამოყენების პირობები






