თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში მყოფი 19 პაციენტის კორონავირუსზე პირველადი ტესტირების შედეგი ნეგატიურია.
მისივე თქმით, ეს შედეგი განმეორებითი ტესტირების დროსაც განმეორდება, მათ კლინიკიდან გაწერენ.
„დაგვემატა კიდევ 1 ახალი მძიმე პაციენტი, რომელიც როცა შემოვიდა იყო საშუალოზე მძიმე, მაგრამ დაავადებამ განიცადა პროგრესირება, მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. ამ ოთხიდან ორი გვყავს კრიტიკული, სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
კლინიკის 19 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, რომლის შედეგიც ნეგატიური აღმოჩნდა. თუ ეს შედეგი განმეორებითი ტესტირების დროსაც განმეორდება, მათ კლინიკიდან გაწერენ.
საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევაა დადასტურებული. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 ადამიანი განიკურნა.
ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 294 მოქალაქე რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






