გორის შესასვლელებში გახსნილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე 3 ათასამდე მოქალაქე შემოწმდა და ჯანმრთელობის გართულების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. მონაცემები მედიას შიდა ქართლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა, რეგიონის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიავილმა გააცნო. მან ასწვე სამართალდარღვევების ნაწილზეც ისაუბრა, როგორც ხოჯევანიშვილი ამბობს, რეგიონის მაშსტაბით დაჯარიმდა 6 პირი. გუბერნატორის განცხადებითვე, ახლო მომავალში, დაჩქარებულო წესით, სპეციალური საშვები იმ პირებზე გაიცემა, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან.
,,ხუთივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დღის განმავლობაში 3ათასამდე მოქალაქე შემოწმდა და საბედნიეროდ რამე ჯანმრთელობის გართულების შემთხვევა არ ყოფილა. რაც შეეხება სამართალდარღვევებს, რეგიონის მაშსტაბით დაჯარიმდა 6 პირი, მათ შორის თვითიზოლაციის დარღვევა, ტაქსის მძღოლის მიერ რეკომენდაციების არშესრულება და 3ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვის დარღვევა. მადლობა ჩვენს მოქალაქეებს რომ ამ შეზღუდვებს გაგებით ეგუებიან და ასეთი პრევენციული ზომებით შევძლებთ ავირიდოთ ვირუსის გავრცლება. რაც შეეხება საშვებს, რათა არ მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის შეფერხება საშვები გაიცემა პირველ რიგში იმ კომპანიებსა და საწარმოებზე, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქციას, მათ შორის საყოფაცხოვრებოს, აწარმოებენ ან მუშაობენ ექსპორტზე. ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველასთან",- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






