ეგვიპტელი მილიარდერი, ნაგუიბ სავირისი თვითმკვლელობით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გამოცხადებული კარანტინის 2 კვირაზე მეტ ხანს გასტანს.
ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში სავირისმა განაცხადა: „ ნება მომეცით რაღაც გითხრათ, მე თვითმკვლელობას ჩავიდენ, თუ ისინი კომენდანტის საათის პერიოდს გაახანგრძლივებენ“ .
სავირისმა, რომელიც ეგვიპტის მეორე უმდიდრესი ადამიანია, განაცხადა, რომ დასაქმებულები 8 აპრილს უნდა დაბრუნდნენ ქარხნებში კარანტინის დასრულების შემდეგ, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს ეკონომიკური კოლაფსი.
„ჩვენ გვჭირდება რევოლუციური გადაწყვეტილება, მიუხედავად შედეგებისა.. თუნდაც რომ დაავადდეს ხალხი, ისინი გამოჯანმრთელდებიან“ - განაცხადა სავირისმა.
ბოლო მონაცემების თანახმად, ეგვიპტეში კორონავირუსით დაავადების 656 შემთხვევაა, რომელთაგან 41 ფატალური აღმოჩნდა. 150 პაციენტი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან
მასალის გამოყენების პირობები






