თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 2 პაციენტი გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„იყო 17 კორონავირუსით ინფიცირებული და ორი დაგვემატა. ეს ორი არის მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონები. ერთი არის უკიდურესად მძიმე კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი, აპარატზეა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორივე დადასტურებულია იქ, სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდა როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში“ , – განაცხადა ტურძელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 21 გამოჯანმრთელებულია.
მასალის გამოყენების პირობები






