აფრიკის კონტინენტზე უფრო ნაკლები დაინფიცირებულია, ვიდრე პორტუგალიაში - რითი ხსნიან ამ ფაქტს სპეციალისტები
COVID-19 - 16:55, 31 Mar, 2020     1473

30 მარტის მონაცემებით, მთელს აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსით უფრო ნაკლები დაინფიცირებულია (4847), ვიდრე მაგალითად პორტუგალიაში, სხვა ქვეყნებშზდე რომ არაფერი ვთქვათ. მცირეა გარდაცვალებულთა რაოდენობაც - 155. ამასთან, დაინფიცირებულთა ნახევარზე მეტი 4 ქვეყანაზე - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე, ეგვიპტეზე, ალჟირსა და მაროკოზე მოდის.

გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები კონტინენტს შიშით უყურებენ, რადგან პანდემიის აფეთქებამ მოსახლეობა ეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაშ ჩააგდოს.

სპეციალისტებს ჯერჯერობით არ აქვთ ახსნა, თუ რატომ ვრცელდება ვირუსი ასე ნელა, ევროპასა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, მითუმეტეს, რომ კონტინენტის მრავალ ქვეყანას აქვს კონტაქტი ჩინეთთან.

არსებობს რამდენიმე მოსაზრება.

1. აფრიკაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების მცირე რაოდენობაა. შესაბამისად მრავალი დაავადებული ჯერ გამოვლენილი არ არის.

პანდემიამდე აფრიკის მთელს კონტინენტზე მხოლოდ ორი ლაბორატორია იყო, სადაც კორონავირუსზე პასუხის მიღება შეიძლებოდა. ამჟამად, ჯანმო-მ სხვადასხვა ქვეყანაში ტესტების დიდი რაოდენობა ჩაიტანა, თუმცა, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ 24 მარტისთვის მთელს 200 მილიონიან ნიგერიაში სულ 152 ადამიანი შემოწმდა.

2. ვირუსის გავრცელებას აფრიკის ჰავა უწყობს ხელს.

ამ მოსაზრებას მრავალი იზიარებს, თუმცა მის შესახებ არ არსებობს დადასტურებული სტატისტიკა. მეცნიერები ამჟამად უკვე იკვლევენ, თუ რომელი კლიმატური პირობებია ყველაზე ხელისშემშლელი COVID-19-სთვის.

3. აფრიკის ქვეყნების უმეტესობის მოსახლეობის უმრავლესობას ახალგაზრდობა შეადგენს.

როგორც ცნობილია, კორონავირუსი ახალგაზრდებშ ნაკლებად ვრცელდება, ხოლო, მაგალითად, 206 მილიონიან ნიგერიაში ნახევარზე მეტი მოსახლოება 19 წელზე ახალგაზრდაა.

მიუხედავად ასეთი, ე.წ. "დადებითი" სტატისტიკისა, აფრიკის ქვეყნებმა ბოლო დღეებში პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ სპეცზომების გატარება დაიწყეს.

ეგვიპტე, სუდანი, ტუნისი, განა, კამერუნი და კენია ყველა უცხოელისთვის საზღვრებს კეტავს. სხვა ქვეყნები ამ ზომას ნაწილობრივ იყენებენ.

30 მარტს ნიგერიის 2 ქალაქში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. სამზრეთ აფრიკაში, სადაც 1280 დანფიცირებულია, სრული კარანტინი მთელს ქვეყანაში მოქმედებს, იქ ალკოჰოლის გაყიდვაც კი აიკრძალა.

80 მილიონიან უკიდურესად ღარიბ კონგოში 29 მარტს კარანტინი მხოლოდ დედაქალაქში გამოაცხადეს. ქალაქის 12 მილიონიან მოსახლეობას 7 დღე სახლშ მოუწევს ჯდომა.

ტანზანიაში ყველაფერი დაკეტილია, აფთიაქების, პროდუქტის მაღაზიების, ეკლესიებისა და მეჩეთბის გარდა. რელიგიური ღონისძიებები პრეზიდენტმა ჯონ მაგუფულიმ შეგნებულად არ აკრძალა.

მალიში საგანდებო მდგომარეობაა გამოცხადებული და კომენდანტის საათი მოქმედებს ღამის 9-დან დილის 5 საათამდე. თუმცა, საპარლამენტო არჩევნები 29 მარტს ქვეყანაშ მაინც ჩატარდა.

უნიკალური სიტუაციაა კამერუნშ, სადაც ერთერთმა სეპარატისტულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ "სამხრეთ კამერუნის თავდაცვის ორგანიზაციამ" კორონავირუსის გამო ზავი გამოაცხადა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა უპასუხებენ მათ ამ განცხადებაზე სხვა მტრული დაჯგუფებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42