ესპანეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 85 195-იდან 94 417-მდე გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ კი 849 შეადგინა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ ფატალური შემთხვევების რიცხვი უკვე 8189-ს შეადგენს.
ესპანეთში დაღუპულთა აღნიშნული რაოდენობა ერთი დღის განმავლობაში უპრეცედენტოდ დიდია და იგი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ანტირეკორდს წარმოადგენს.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა აგრეთვე ის ფაქტი, რომ ესპანეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირი, ფერნანდო სიმონი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ ფაქტის ფონზე, აღნიშნული თანამდებობა მისმა მოადგილემ, მარია ხოსე სიერამ დაიკავა, რომლის თქმით, ესპანეთში 12 298 სამედიცინო სფეროს მუშაკია დაინფიცირებული კოვიდ 19-ით, რაც დაავადებულთა საერთო რაოდენობის 14 %-ს შეადგენს.
აგრეთვე იზრდება გამოჯანმრთელებულთა ტენდენციაც- უკვე თითქმის 20 000 პაციენტი იქნა გაწერილი სხვადასხვა კლინიკებიდან სახლში- მათ უკვე კორონავირუსი აღარ უფიქსირდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






