დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსთან საბრძოლველად ევროპის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ აღნიშნული დაავადებისგან სამედიცინო აღჭურვილობას გაუგზავნის. ტრამპმა თავის ყოველდღიურ ბრიფინზე საუბრის განმავლობაში განაცხადა, რომ დახმარების სპეციფიკა და კონკრეტული დრო ევროპის ქვეყნებისთვის უკვე განსაზღვრულია. ტრამპის განცხადებით, დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს იტალია მიიღებს, სადაც კოვიდ 19-ისგან დაღუპულთა რიცხვი უკვე 12 000-მდე შეადგენს.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ გავუგზავნოთ 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა იტალიას. ამ ფაქტით კი ჯუზეპე კონტე, იტალიის პრემიერ ძალზე გახარებული იყო“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ბრიფინგისას არაერთხელ აღნიშნა შეერთებული შტატების ვალდებულება, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონი გაუწევს კონკრეტულ სამაშველო დახმარებას იტალიას და ევროპელ მოკავშირე სახელმწიფოებს, რომლებიც ებრძვიან კორონავირუსს.
მასალის გამოყენების პირობები






