ათასობით ინფიცირებული და 200-მდე გარდაცვლილი- საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მასშტაბურად იზრდება
მსოფლიო - 14:48, 31 Mar, 2020     1158

იმ ფონზე, რომ კორონავირუსი უკვე მთელ მსოფლიოს მოედო, მძიმე ვითარებაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე რამდენიმე ათასს შეადგენს და ყოველდღიურად მასშტაბურად იზრდება. დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა მკაცრი საკარანტინო წესები სომხეთში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 532-ს , ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 3-ს შეადგენს.

ურთულესი მდგომარეობაა აგრეთვე თურქეთშიც, სადაც კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 11 000-მდეა, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი 168-ს შეადგენს. პრეზიდენტი ერდოღანის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სოლიდარობის ფონდი, სადაც თავისი 7 თვის ხელფასი უკვე გადარიცხა. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება გაიმეორეს მთავრობის კაბინეთის წევრებმაც და დეპუტატებმაც. ზემოხსენებულ ფონდში უკვე 5 მილიონზე მეტი ლირაა აკუმულირებული. ერდოღანის გადაწყვეტილებით ეს თანხა კოვიდ 19-ის ვირუსით დაზარალებულ თურქ მოქალაქეებს მოხმარდებათ.

შედარებით მსუბუქი მდგომარეობაა კორონავირუსის გავრცელების მხრივ აზერბაიჯანში, სადაც ინფიცირების 273 შემთხვევაა, რომელთაგან 4 სასიკვდილო აღმოჩნდა. აგრეთვე დღითიდღე იზრდება რუსეთშიც დაავადებულთა რიცხვიც- უკანასკნელი ინფორმაციით 2337 ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ის ინფექციით, ხოლო 17 კი გარდაიცვალა. 1 დღე-ღამის მანძილზე 501 ახალი შემთხვევა აღინიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42