"გთხოვთ ახლავე მოდით და დაგვეხმარეთ ნიუ-იორკში... კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებით მილიონამდე მედიკოსი გვჭირდება"- ნიუ-იორკის გუბერნატორი
მსოფლიო - 13:48, 31 Mar, 2020     838

ნიუ-იორკის გუბერნატორმა გაავრცელა მიმართვა მოხალისე მედპერსონალისთვის, რომელთაც დახმარებას სთხოვს იმ ფონზე, რომ შტატში შემაშფოთებელი რაოდენობით იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. მისი თქმით, დაავადებული პაციენტების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ სამკურნალოდ არსებულ მედიკოსთა რაოდენობა საკმარისი არაა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა თქმით, კორონავირუსის პიკი ჯერ კიდევ წინაა და და ის რაც ამჟამად ხდება შტატში მხოლოდამხოლოდ დასაწყისია.

„გთხოვთ ახლავე მოდით და დაგვეხმარეთ ნიუ-იორკში“ - განაცხადა გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ დღეში 250-ით გაიზარდა, რომლის ფონზეც საერთო რაოდენობა ფატალური შემთხვევებისა უკვე 1200-ს აჭარბებს. მისი თქმით, დამატებით მილიონამდე ჯანდაცვის მუშაკია საჭირო კრიზისის შესაკავებლად.

სანამ ნიუ-იორკის გუბერნატორის ოფიციალური მიმართვა გავრცელდებოდა, ყოფილი მედიკოსები დაუბრუნდნენ თავიანთ პროფესიას და მოხალისეობრივად ეხმარებიან ჯანდაცვის უწყებას- 80 000-მდე ყოფილი ექთანი, ექიმი და ჯანდაცვის უწყების სხვა თანამშრომელი სრულიად უსასყიდლოდ ჩაერთო კორონავირუსთან ბრძოლაში.

ნიუ-იორკის სანაპიროებთან ჩამოდგა აგრეთვე ე.წ გემ-ჰოსპიტალი, რომლის მიზანი იქნება დამატებითი დახმარება გაუწიონ შტატის ჯანდაცვის უწყებას. საზღვაო ფლოტის აღნიშნულ ხომალდზე განთავსებულია 1000-მდე საწოლი, რომელიც მოემსახურება დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობას. აღნიშნული ფაქტი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ნიუ-იორკში არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მთავარ ეპიცენტრს დღეს მსოფლიოში აშშ წარმოადგენს, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 164 359, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3173-ია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42