ინდოეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში Covid-19-ის გავრეცელების შესაჩერებლად ტოტალური კარანტინი გამოაცხადა. ქვეყანა ფაქტიურად გაჩერებულია. შეგახსენებთ, რომ იზოლაციაში მსოფლიოს მოსახლეობის 16-ი, მილიარდ სამასი მილიონი ადამიანი აღმოჩნდა.
კარანტინის რეჟიმი ხელისუფლებამ მყისიერად, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და მომზადების დროის მიცემის გარეშე გამოაცხადა, რის გამოც მილიონობით ადამიანი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მრავალი მათგანი სახლს კილომეტრობითაა დაშორებული, დანარჩენები ფულია და საკვები პროდუქტების გარეშე არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 28 მარტს, მუშა, რომელიც ცდილობდა 270 კილომეტრი მანძილი დაეფარა, რათა სახლამდე მისულიყო, გზაში გარდაიცვალა.
არადა, თითქოს ინდოეთს ასეთი ზომების მირების საფუძველი არ აქვს - ოფიციალურად ქვეყანაში 900 ინფიცირებულია და ვირუსის შედეგად 20 ადამიანია გარდაცვლილი. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლება ასეთი მკაცრი მეთიდებით ცდილობს ტავიდან აიცილოს უფრო ფართომასშტაბიანი გავრცელება. ინდოეთი ერთერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა მსოფლიოში და გავრცელების მესამე ან მეოთხე სტადიის შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალი იქნება.
ამასთან ინდოეთში, განსაკუთრებით დელიში და სხვა დიდ ქალაქებში უამრავი უსახლკაროა. ხელისუფლება მათ საკვებ პროდუქტებს ურიგებს სპეციალურად შექმნილ ადგილებში, სადაც რამდენიმე ასეულ მეტრზეა ხოლმე გადაჭიმული რიგები, სადაც აუცილებელი დისტანცია ხშირად ირღვევა, რაზედაც ხელისუფლება მკაცრად რეაგირებს. მოსახლეობა ჩივის, რომ პოლიცია ხშირად მათ ხელკეტებით სცემს, ხოლო საჭმელი ყველას არ ჰყოფნის.
მასალის გამოყენების პირობები






