ძირითადი ინფექციური დაავადებები სეზონურ ხასიათს ატარებს - მათი გავრცელება დამოკიდებულია წელიწადის დროებზე. გრიპი, მაგალითად ზამთრის თვეებშია აქტიური, მუცლის ტიფი - ზაფხულში.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ისმის კითხვა - მოკლავს თუ არა კორონავირუს COVID-19-ს ზაფხულის სიცხეები? გაგაცნობთ, თუ რას ფიქრობენ ამაზე სპეციალისტები.
ვირუსი ზამთარში გავრცელდა, თუმცა, ახლა ის მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია მოდებული, მათ შორის იქ, სადაც თბილი ამინდებია.
ჯერჯერობით, სპეციალისტების გვაფრთხილ;ებენ - ნუ გაქვთ იმედი, რომ ზაფხულში პანდემია ჩაცხრება, უმჯობესია დაიცვათ პირადი ჰიგიენა და დარჩეთ სახლში.ასეთ სიფრთხილეს საფუძველი გააჩნია - ვირუსი ძალიან "ახალია" და რთულია განსაზღვრა, თუ როგორ მოიქცევა ის ზაფხულში. მეცნიერებს ჯერ არ გააჩბიათ სტატისტიკური მონაცემები, თუ როგორ იმოქმედებს ვირუსზე სეზონური ცვალებადობა. თუმცა, 2003 წელს, კორონავირუსი SARS, რომელიც COVID-19-ის ყველაზე "ახლო ნათესავია მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში თავისით ჩაცხრა. თუმცა, ამ ფაქტმა ხელი შეუშალა მეცნიერებს მის საფუძვლიან შესწავლაში. პრინციპში ანალოგიურად იქცევა ყველა დღმდე ცნობილი სხვა კორონავირუსებიც - ისინი დეკემბერ-აპრილის პერიოდში არიან აქტიურები.
ამჟამად არსებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ COVID-19-იც შესაძლოა ასე მოიქცეს. მალე გამოქვეყნდება სამეცნიერო კვლევა, რომელშიც შედარებული იქნება განსხვავებულ კლიმატურ პირობებში, მსოფლიოს 500 რაიონში, ახალი კორონავირუსის ქცევის მონაცემები. კვლევაში ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად არის COVID-19-ის გავრცელება ტემპერატურაზე, ქარის სიჩქარეზე და ტენიანობაზე.
თუმცა, COVID-19-ის გავრცელება ჯერჯერობით მხოლოდ ამინდზე არ არის დამოკიდებული. კიდევ ერთ კვლევაში მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კონტინენტალური ჰავის მქონე ქვეყნები (ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული) უფრო მოწყვლადია ვირუსის გავრცელების მხრივ. შემდეგ ადგილზეა გვალვიანი რეგიონები, ხოლო ტროპიკული ქვეყნები ყველაზე ნაკლებად ზარალდებიან, - აცხადებენ ამ კვლევის ავტორები.
მაგრამ აქ ერთი ფაქტორია ფგასათვალისწინებელი ვირუსი ახალია და სხვადასხვა სეზონის მიხედვით მისი აქტიურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. მეცნიერები ეყრდნიობიან მხოლოდ კომპიუტერული მოდელირების პრინციპებს, რაც შეიძლება მცდარიც აღმოჩნდეს.
როგორც წესი, პანდემიები, ჩვეულებრივ ეპიდემიურ დაავადებებისგან განსხვავებით, ნაკლებად ემორჩილებიან სეზონურ ცვლილებებს. მაგალითად, ესპანური გრიპის პიკი 1918-20 წლებში, სწორედ ზაფხულის თვეებში იყო. მეცნიერების ვარაუდით, ადრე თუ გვიან, COVID-19-ი (თუ იგი საერთოდ არ გაქრა) ასევე გახდება ეპიდემიური დაავადება და მის შემთხვევაშიც გამოიკვეთება სეზონური დამოკიდებულება.
"თუ COVID-19-ი გადაიქცევა ეპიდემიად, ძალიან გამიკვირდება, თუ მას სეზონურობა არ ექნება, მაგრამ პანდემიის პირობებში ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია," - აცხადებს შვედი ვირუსოლოგი. პროფესორი იან ალბერტი.
მართლაც, თუ მომდევნო თვეებში COVID-19-ით დაავადების რიცხვი დაიკლებს, ეს შეიძლება სხვადასხვა მიზეზით მოხდეს - იზოლაცია, ქალაქების "დაკეტვა", მოსახლეობის იმუნიტეტის ზრდა და სხვა. ამ მიზეზთა შორის შესაძლოა იყოს ზაფხულის დადგომა, ტემპერატურის მატება და ტენიანობა. ფაქტია, ამჟამად მსოფლიოს მოსახლოება უფრო ფრთხილად იქცევა. ექსპერტების ვარაუდით, თითქმის გამორიცხულია, რომ ზაფხულის ბოლოსთვის ვირუსი სრულად გაქრეს, მაგრამ არავინ იცის იქნება თუ არა COVID-19-ის ახალი ტალღა შემოდგომის მიწურულს და მომავალ ზამთარში.
"ის ნაბიჯები, რომელსაც მსოფლიო დგამს COVID-19თან საბრძოლველად აუცილებელია, მაგრამ, ძალიან ძვირად გვიჯდება. თუმცა, ეს ზომები შესაძლებლობას გვაძლევს, რომ პანდემიის განვითარება ზაფხულამდე გადავწიოთ.ეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს მასთან შემდგომი ბრძოლისთვის საფუძვლიანად მოემზადონ," - აცხადებს ალბერტი.
მასალის გამოყენების პირობები






